ქუთაისში, მესხიშვილის მე-4 შესახვევში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა.
მშენებლობა საკუთარი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიმდინარეობს, რის გამოც უბედურ შემთხვევას ადგილობრივები შემთხვევით გადაურჩნენ.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ინვესტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, კორპუსის მშენებლობამ მათ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ადგილზე ამ დროისთვის სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები