ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის ავტორმა და ორგანიზაცია “მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის, LLL”-ის” დამფუძნებელმა ბესიკ ადამიამ ქუთაისის მერიასთან ერთკაციანი აქცია გამართა.
მონუმენტის ავტორი მშვიდობის ბურთთან პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს.
ბესიკ ადამია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მშვიდობის მოყვარულია, მშვიდობის მონუმენტთან ამ დრომდე არ მისულა.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთს ხვალ ესტუმრება.
კომენტარები