მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში  კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში”  კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ქალი კორონავირუსის გართულებული ფორმით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, პაციენტი “კლინიკა ბომონდის” რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72% დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქალს საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

კომენტარები