მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ ქალი ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ ქალი ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა. ის ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

“მეგობრებო, გუშინ ქუთაისში, მე-2 სამშობიაროში დაიბადა ჩემი პატარა შვილი ილიკო წულაია, ღმერთის წყალობით ბავშვი არის კარგად, მაგრამ დედამ თამარი ჯანაძემ ალერგიისგან მიიღო ანაფილაქსიური შოკი და გადაყვანილი იქნა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ამ დრომდე დედა არის მძიმე მდგომარეობაში.

ყველას, ვისაც ხელი მიგიწვდებათ პროფესორ ექიმებთან, გთხოვ, დამეხმაროთ ყველას, გთხოვთ ჩამომაყვანინეთ თბილისიდან პროფესორ ექიმები, რომ გადამირჩინოთ ორი შვილის დედა, გთხოვთ დამიდექით გვერდით და დამეხმარეთ”, – წერს სოციალურ ქსელში მეუღლე დათა წულაია.

 

 

კომენტარები