მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ ქოცებს, ვერ უშველის უსაქმური, ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტების გაგდება”

“ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ ქოცებს, ვერ უშველის უსაქმური, ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტების გაგდება”

ოპოზიციონერი დეპუტატი, ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის გადადგომას ეხმაურება.

“პარტიის მიერ დასმულმა მერმა, რომლის არჩევისთვის ადამიანები აშანტაჟეს, ემუქრებოდნენ და გაიტაცეს კიდევაც – ქალაქი მიატოვა და გაიქცა, ასევე, პარტიის დავალებით.

ქუთაისში მძიმე მდგომარეობა აქვთ ქოცებს, ქალაქი მთლიანად ოპოზიციურია. ვერ უშველის უსაქმური, ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი პარაზიტების გაგდება”, – წერს დეკანოიძე.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები