მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, ნიკეას ბოლოში, გთხოვთ დანიშნოთ ტრანსპორტი” – ადგილობრივები სატრანსპორტო კომპანიას მიმართავენ

“ქუთაისში, ნიკეას ბოლოში, გთხოვთ დანიშნოთ ტრანსპორტი” – ადგილობრივები სატრანსპორტო კომპანიას მიმართავენ

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას ადგილობრივები დახმარებას სთხოვენ.

მოსახლეობის თქმით, ნიკეას ქუჩის ბოლოში, იქ სადაც რამდენიმე სავარჯიშო სტადიონია და ასეულობით ახალგაზრდას და მათ მშობლებს უხდებათ მისვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის.

“ქუთაისში, “იმერის” სტადიონზე, ნიკეას ბოლოში გთხოვთ დანიშნოთ ტრანსპორტი. 4 სტადიონი არის ადგილზე,  ყოველდღე სავსეა ბავშვებით და მშობლებით, თუმცა არანაირი ტრანსპორტი არ დადის. ნიკეას ბოლო გაჩერებიდან დიდი გზა უნდა გაიარონ ფეხით სიცხეს და ყინვაში. ასევე “პასილოკის” ბოლო გაჩერებიდანაც იგივე გრძელი გზაა. ისედაც იღლებიან ვარჯიშისას, შემდეგ კი  უკან იგივე გზა აქვთ გასავლელი. ზამთარში კი, როცა ადრე ღამდება, საშინელებაა მარტო ბავშვის გაშვება. თან ორი ტრანსპორტით უწევს უმეტესობას, ვინც ავტოქარხნიდან და ისეთი ადგილიდან დადის, სადაც ნიკეა და პასილოკის ტრანსპორტი პირდაპირ არ მიდის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სავსეა სტადიონები, ბავშვები იძულებული ხდებიან ტაქსებით იარონ, ან ნიკეასა და პასილოკის ბოლო გაჩერებები გადაიტანოთ იმ ახალ გზაზე, სადაც ეს სტადიონია”, – ამბობს ადგილობრივი თამუნა გაბუნია.

კომენტარები