ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოსაცდელი წყალში დგას. რკინის კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოქალაქეები კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში დაელოდონ, ასე გამოიყურება.
“გაჩერება მე ვიცი იმის, რომ წვიმაში თავზე არ დაგაწვიმოს და ფეხი არ დაგისველდეს, ამ შემთხვევაში კი ეს საერთოდ დატბორილია, ხალხი მოსაცდელის გარეთ ველოდებით ტრანსპორტს”, – აცხადებს ადგილობრივი.
ფოტოს სოციალურ ქსელში ოპერატორი და ჟურნალისტი მირზა კუჭუხიძე ავრცელებს.
კომენტარები