მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი დატბორილია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი დატბორილია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი კონსტრუქციები დატბორილია.

მოსახლეობის თქმით, წვიმის დროს მგზავრები იძულებული არიან, გადახურულის ნაცვლად, ღია ცის ქვეშ დადგნენ.

ადგილობრივებმა ტრანსპორტის მოსაცდელთან დიდი ზომის ქვა განათავსეს.

“წყალში დგომას, ქვაზე დგომა გვირჩევნია და გაჩერებამდე ქვა მოვათრიეთ.  მოსაცდელი რომ წყალში დგას, ამას მთავრობა არ უნდა უყურებდეს? რას აკეთებენ შესაბამისი სამსახურები?!” – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები