ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები მათი დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია.
“არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, ფანჯრის გაღება ფაქტობრივად შეუძლებელია. საშინელი სუნი შემოდის სახლში. გაჩერებას აღარ ვაპირებთ, მასშტაბურ აქციას ხვალაც გავმართავთ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილზე დიდი რაოდენობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი იყო მობილიზებული.
კომენტარები