მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებას მოითხოვს

ქუთაისში ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებას მოითხოვს

ქუთაისში ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მოითხოვენ, რომ საგამოძიებო ორგანო ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესდეს.

გიგა შუშანიამ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ფულს, ფინანსურ ჯილდოსთან და ხელფასებთან ერთად ინაწილებენ.

360 ათასს ლარამდე თანხა საჯარო მოხელეებმა სოციალური შემწეობების მიზნით აიღეს.

“მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” პრეზიდენტ სააკაშვილს ასამართლებს შვიდი პიჯაკის შეძენისთვის, გვირგვინებისა და იუშჩენკოს მასპინძლობისთვის, ამ დროს ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში მილიონობით ლარის ფლანგვით იყო დაკავებული. საკუთარ თავებს სოციალური დაუცველების სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ. 22 მილიონიანი ახალი ავტობუსები შეძენიდან ცხრა თვეში 594-ჯე გაფუჭდა, ასევე წერია, რომ მილიონობით ლარია გაფლანგული, არ არსებობს დანაშაული, რომელიც აუდიტის ამ დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დადგეს, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები