მთავარისლაიდიქუთაისი

ქუთაისში ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” იქნება

ქუთაისში ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი იმედა კლდიაშვილი იქნება.

“იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა თქმა. ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერიზში იბრძოდა თბილისში. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები “ევროპული საქართველოდან”, “გირჩიდან”. აქ არ არის “ლელოს” მერობის კანდიდატი და კოორდინაციასთან დაკავშირებით გვექნება მათთან შეხვედრა”, – განაცხადა დეკანოიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მისივე თქმით, ქუთაისში პარტიულ სიას და მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენენ.

კომენტარები