მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში “ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერები თვეობით გადათხრილ ქუჩებზე გამოაკრეს

ქუთაისში “ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერები თვეობით გადათხრილ ქუჩებზე გამოაკრეს

ქუთაისში, მერობის სახელისუფლებო კანდიდატის ბანერები იმ ადგილებზეც არის გამოკრული, სადაც თვეებია, ქუჩები გადათხრილია, სამუშაოები კი მიტოვებულია.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული საარჩევნო აგიტაციის გამოკვრა მოსახლეობის დაცინვაა.

“მესმის, რომ მერობის კანდიდატის პლაკატი ან ბანერი გამოაკრა, ისეთ ადგილზე, რომელი ქუჩაც არის რეაბილიტირებული და შეიძლება ეს მსუბუქად მიანიშნებდეს იმას, რომ აი, შეხედეთ ეს ქუჩა ჩემი მერობის დროს გაკეთდაო. მაგრამ თვეებია, რომ ჩემი ქუჩა გადათხრილია, ზაფხული ჯოჯოხეთად გვექცა და ფილტვები მტვერით გვაქვს ამოვსებული იქ “ოცნების” პლაკატი, როგორ უნდა გამოაკრა, ეს ხომ ხალხის დაცინვაა”, – აცხადებს აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები ნუნუ დოლიძე.

ქუთაისში ქუჩების ნაწილი გადათხრილი, სამუშაოები კი მიტოვებულია.

კომენტარები