ქუთაისში პეტრიწის ქუჩაზე გადაადგილდება სახიფათოა.
საავტომობილო გზის პერიმეტრზე რკინის სადრენაჟე მოწყობილობა მოპარულია, რის გამოც შესაძლოა, სანიაღვრე არხში როგორც ქვეითი, ასევე ავტომობილი ჩავარდეს.
“მოსახლეობის მიერ კუსტარულად არის მანიშნებელი გაკეთებული, სიბნელეში ვინმე რომ არ ჩავარდეს ან დააზიანოს მანქანა.
გთხოვთ, დროულად მიაქციოთ ყურადღება ვისაც ეხება. ეს არის იოანე პეტრიწის ქუჩის დასაწყისი”,- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი.
“ქუთაისში, ამ ქუჩაზე ან ბავშვი ჩავარდება, ან მანქანა და მერე იტყვიან რატომ ლანძღავ მერიასო. ეს ახლა რაც ამ ქუჩაზე ხდება, მოსაწონია?!” – წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი.
კომენტარები