ქუთაისში მოქალაქე პოლიციის განყოფილებას საწვავის ქურდობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პოლიცია ქურდებთან არის შეკრული.
მოქალაქის თქმით, საუბარია ქუთაისის პოლიციის მესამე განყოფილებაზე.
“მთავრობას მივმართავ, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხედოს ამ ქუთაისს, მესამე რაიონი არის საერთოდ მიშვებული, ახალგაზრდები დადიან, რას აკეთებენ არ იციან, ბენზინს საპატრულო მანქანიდან თავის მანქანაში ისხამენ. პოლიცია შეკრულია ქურდებთან, სრულწლოვნებს და არასრულწლოვნებს აპარინებენ”, – აცხადებს მოქალაქე.
კომენტარები