მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში პროკურატურას წყალი შეუდგა”

“ქუთაისში პროკურატურას წყალი შეუდგა”

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის და იუსტიციის სახლის შენობებსაც შეუქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად იუსტიციის სახლში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც თანამშრომლები მომხმარებლებს შესაბამის მომსახურებას ეზოში არსებული ე.წ. მობილური ავტომობილებიდან უწევენ.

წყალში დგას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაც. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული და წყლის ნაკადის სანიაღვრე ქსელში გადაქაჩვა მიმდინარეობს.

“ქუთაისში პროკურატურას წყალი შეუდგა, იუსტიციის სახლში კი მითხრეს, რომ წვიმამ პრობლემები შექმნა და გარეთ მოგემსახურებითო”, – აცხადებს ადგილობრივი.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა. ასევე, გაპონოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

კომენტარები