მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიიყენა.

იქამდე, სავარაუდო სუიციდის შესახებ მან ფეისბუქლაივით განაცხადა. მიზეზები უცნობია.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი “პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში”.

“…ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ერთს მაინც გავაკეთებ – გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია”, – დაწერა მან.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტის დედა ამბობს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე სახლში იმყოფებოდა და მასთან არაფერზე უსაუბრია.

ჟურნალისტი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

კომენტარები