მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, რობაქიძის ქუჩაზე სატელეფონო ანძის მონტაჟს აპროტესტებენ

ქუთაისში, რობაქიძის ქუჩაზე სატელეფონო ანძის მონტაჟს აპროტესტებენ

ქუთაისში, რობაქიძის ქუჩის მოსახლეობა მათ დასახლებაში “მაგთის” ანძის მონტაჟს აპროტესტებს.

ადგილობრივების თქმით, კომპანიამ ანძის მონტაჟი თვითნებურად ისე დაიწყო, რომ მოსახლეობისგან ნებართვა არ აუღია.

ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ანძის მონტაჟმა სხვადასხვა ტიპის პრობლემები შექმნას.

“მაგთის” ანძის აღმართვა რობაქიძის ქუჩაზე სურთ, თუმცა აქვე მიმდებარედ სხვადასხვა ქუჩებია და ყველა წინააღმდეგი ვართ, რომ ანძა დამონტაჟდეს, თუმცა სამწუხაროდ, ისინი მოსახლეობის მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ადგილობრივმა.

კომენტარები