ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გადაიდო.
პირმა, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა, უწყება ამ დრომდე არ ჩაიბარა, რაც პროცესის გადადების მიზეზი გახდა.
პროცესი 13 ოქტომბრისთვის გადაიდო.
ქუთაისის მერია სამართალდარღვევის გამო ახალგაზრდა მამაკაცის 500 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს, მაშინ, როდესაც 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე სტიკერების “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრისთვის აქტივისტები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.
კომენტარები