ქუთაისში, ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარების გასწვრივ არსებული გამწვანების ზოლის სივრცე მოუვლელია.
აღნიშნულ სივრცეებში ძირითად შემთხვევაში სარეველა ან ველური ბალახების სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს. არის შემთხვევები, როცა ამ სივრცეში გამწვანება საერთოდ არ არის.
ადგილობრივები ქალაქის ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.
“ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, რომ ბალახი სიმაღლეში გაგასწრებს, პერიფერიულ ქუჩებში რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ.
აღნიშნული სამსახური მის მოვალეობას ვერ ასრულებს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები