მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია და მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია და მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები გრძელდება. 30 დღეა, ადგილობრივები “ქართული ოცნების” მიერ ანტიევროპული და ანტიდასავლური კანონის განხილვასა და დამტკიცებას აპროტესტებენ.

პარალელურად მე-6 დღეა, გაიფიცნენ სტუდენტები, ახალგაზრდები პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შედიან და ლექციებს არ ესწრებიან. ქუთაისში ყველა თაობის ადამიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონები არ უნდა მიიღოს.

სტუდენტებმა დღეს ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ბოლოს კი ისტორიულ თეთრ ხიდთან აქცია გამართეს და ადგილობრივებს მოუწოდეს, რომ რუსული კანონი მათთან ერთად გააპროტესტონ.

კომენტარები