მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეიკრიბნენ და ნიკეას ქუჩის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ასეთია პროტესტის სლოგანი.

2024 წლის 3 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც გასული წლის მარტში მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია. მმართველი პარტიის ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

14 მაისს მასშტაბური აქციების და პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო, მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები