მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს

ქუთაისში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა და სტუდენტებმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ქვეყნის ევროპული გზის შეცვლას.

მათ ასევე ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს, შემდეგ კი ქუთაისის მერიასთან სიმღერა “ნურაფრის ნუ გეშინია” შეასრულეს.

“რუსული კანონით ევროკავშირში ვერ შევალთ, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები