მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით ბაგრატის ტაძართან მივიდნენ

ქუთაისში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით ბაგრატის ტაძართან მივიდნენ

ქუთაისში “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული რუსული კანონპროექტი დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ბაგრატის ტაძართან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიოს, რადგან საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი ევროპაა.

მათივე თქმით, პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.

“ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონპროექტის ინიციირებას საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სამ კვირაზე მეტია, ყოველდღიურად აპროტესტებენ.

კომენტარები