ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ჯერ “ქართული ოცნების” ოფისთან მივლენ, სადაც მმართველ პარტიას ანტიდასავლური და ანტიევროპული კანონპროექტის გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
შემდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.
3 კვირაზე მეტია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისში უწყვეტად მიმდინარეობს.
კომენტარები