მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში საათიც გაჩერდა”

“ქუთაისში საათიც გაჩერდა”

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მთავარი საათი ისევ გაჩერებულია.

ადგილობრივები ქალაქის სავიზიტო ბარათის – საათის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ქალაქის მცხოვრებლების თქმით, საათია უკვე დიდი ხანია, ერთი და იგივე დროს აჩვენებს.

“დიდი ხანია, რაც ქუთაისის მთავარი საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. საათი ქუთაისის ცენტრში 1963 წელს გამოჩნდა და მისი ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძეა.
საათს ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა შედეგი სახეზეა. გაასწორეთ საათი!”, – ამბობს ირინა საღინაძე.

ადგილობრივების განმარტებით, “ოცნების” ხელისუფლებამ, ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განვითარების პერსპექტივა წაართვა.

კომენტარები