ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა.
ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.
დაკვამლიანება ადგილზე ამ დრომდე შეინიშნება.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა, შეგნებულად გააჩინეს, რადგან საბავშვო ბაღის ყოფილი შენობით რომელიმე ინვესტორი იყოს დაინტერესებული.
კომენტარები