მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, საბავშვო ბაღში ჭერი დაზიანდა და წყალი ჩავიდა, მშობლები უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ

ქუთაისში, საბავშვო ბაღში ჭერი დაზიანდა და წყალი ჩავიდა, მშობლები უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ

რამდენიმედღიანი ნალექის შემდეგ, ქუთაისის მე-20 ბაგა-ბაღის ჭერი დაზიანდა. ბაღის გამგის თქმით, დილით ადრე აღსაზრდელების მოსვლამდე ოთახი დატბორილი დახვდათ და ჩამობერილი ჭერის ფრაგმენტები ჩამოყარეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მშობლები შეშფოთებული არიან და ქალაქის მერიისგან შვილებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ.

“მოვიყვანე ბავშვი, ზეიმი ჰქონდა. რომ შემოვედი ჯგუფში, ჭერის მასა იყო იატაკზე დაყრილი. სხვა ოთახებში წვიმა ჩამოდიოდა და იქ ბავშვების გაჩერება იყო შეუძლებელი, თორემ იქ ბავშვები არ ყოფილან… დაკეტონ დროებით. იქნება ეს ორი თუ სამი თვე. მოგვხედონ, გააკეთონ და იყოს, შესაბამისად, მოწესრიგებული”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ბაღის ან სრული რეაბილიტაცია მოხდება, ან სახურავის გადახურვა.

კომენტარები