მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას აიძულებს

ქუთაისში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას აიძულებს

საყოველთაო მობილიზაცია ქუთაისში – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებაზე წასვლას აიძულებს. აქციაზე მათ მეეზოვეები, ბიბლიოთეკარები, ბაგა-ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები მოჰყავთ.

ქუთაისის საკრებულოში კი პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიოს უკან რუსული კანონი და შეწყვიტოს საჯარო მოხელეების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

“ქუთაისშიც “ქართულმა ოცნებამ” მიმართა იმ მეთოდს, რასაც ჰქვია იძულების მეთოდი საჯარო მოხელეების მიმართ, რუსულ მარშზე წასაყვანად. ამ ყველაფრის სათავეში დგას ქუთაისის მერი. ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩვენ დაგვიკავშირდა და მოგვიყვა ის ამბები, თუ რა ხდება და როგორ აიძულებენ მათ, მაგრამ საჯაროდ საუბარი ამ ადამიანებს ეშინიათ…

მე მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, იოსებ ხახალეიშვილს, შეწყვიტოს ამ ადამიანებზე ზეწოლა და ნუ წაართმევს მათ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, თავისუფლებისა და არჩევანის თავისუფლების”, – აცხადებს გიორგი კილაძე.

პარტია “ახალის” კიდევ ერთი წევრი თედო მესხი კი აღნიშნავს, რომ პრორუსულ აქციაზე წასაყვანად თითო ბაღზე დავალებულია 20 ადამიანი. როგორც მესხი ამბობს, ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ტრანსპორტი, წყალი და საკვები უფასო იქნება.

“მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, თუ თქვენ მიდიხართ 29-ში აქციაზე, თუ თქვენ უარს ეუბნებით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ეთანხმებით, რომ საქართველო წავიდეს რუსეთისკენ”, – აღნიშნავს მესხი.

კომენტარები