დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქუთაისში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკებს ტკბილეულის შეფუთვით ტოვებენ.
არსებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მშობლებს მისდით შეტყობინებები, რომლითაც ატყობინებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და ბავშვებიც გააფრთხილონ, რომ სადარბაზოებში მსგავს საეჭვო ნივთიერებებს არ გაეკარონ.
აუდიო შეტყობინებები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კომენტარები