ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ხვალ ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ტრანსპორტის საფასურის გაძვირებაზე იმსჯელებენ.
ქუთაისის საკრებულოში ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის ღირებულება 60 თთრი გახდება.
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გაზრდას ადგილობრივი ხელისუფლება გასული წლის ნოემბერშიც გეგმავდა, თუმცა საზოგადოების მწვავე რეაგირების შემდეგ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნეს.
კომენტარები