ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.
ახალგაზრდა საბა კლდიაშვილის ისტორიაც, რომელიც სამოქალაქო თეატრმა მაყურებელს წინაშე გაითამაშა, ებრაელების დევნას უკავშირდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში “თეატრის მოყვარეთა დასის” დამაარსებლის, ეფრო კლდიაშვილის უმცროსი შვილი, ახალგაზრდა მეცნიერი საბა კლდიაშვილი ოდესაში პოგრომის დროს ებრაელ ხალხს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამოქალაქო თეატრი ქუთაისში ჟურნალისტების, ახალგაზრდა მსახიობების და მუსიკოსების კოლაბორაციით შეიქმნა.
“ქუთაისური ისტორიების” დადგმის ორგანიზატორი და ქუთაისში “სამოქალაქო თეატრის” შექმნის ავტორი ზეკო ხაჩიძეა.
კომენტარები