მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს”

“ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს”

“ქუთაისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად  სცემეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.

მისი თქმით, ნაცემი პირი დააკავეს და ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეებიც.

“როგორ უნდა სძულდე სამყაროს,  ბედობა დღეს  მე რომ დამიბედებ ჩხუბით და ორომტრიალით ადამიანი”, – ამბობს ლევან ჭელიძე.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.

კომენტარები