საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა მხარდასაჭერად იმერეთის სამხარეო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორთან სამოქალაქო აქტივისტები საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ.
მათ გაბმული სიგნალებით იზოლატორში მყოფ მეგობრებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, როგორც კი დაკავებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, პროტესტის გაგრძელდება და კვირას, საწვავზე ფასის ზრდას მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ.
საწვავზე გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.
კომენტარები