მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, სასაფლაოზე, მიწაში დამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები იპოვეს

ქუთაისში, სასაფლაოზე, მიწაში დამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები იპოვეს

ქუთაისში, ერთ-ერთ სასაფლაოზე, მიწაში დამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები იპოვეს.

თვითმხილველი აცხადებს, რომ ფოტოები მინის ბოთლში იყო მოთავსებული და მიწაში დამარხული.

“საფიჩხიის სასაფლაოზე ვწმენდდი საფლავს, შემთხვევით, გადავაწყდი დამარხულ შამპანურის ბოთლს და შიგ იყო ეს სურათები. თუ ვინმეს ეცნო თავიანთი თავი დამიკავშირდით და მოგაწვდით ინფორმაციას, აი, ასეთი ბოროტი და არაადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ირგვლივ, ღმერთო შენ უშველე და გადაარჩინე ყველა, ვინც ასეთი მსხვერპლია, ხელები მიცახცახებს ნერვიულობისგან”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ანალოგიური შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა.

კომენტარები