ქუთაისში, ვაჟებს და გოგონებს შორის ფეხბურთში მუნიციპალური სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ტურნირი დასრულდა.
ტურნირში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 38 გუნდი მონაწილეობდა.
თამაშები ექვსი დღე ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები: ვაჟთა შორის ჩემპიონი 21-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გოგონებში კი, 24-ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას იმერეთის რეგიონულ თამაშებში გააგრძელებენ.
კომენტარები