ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგია ჩაუჭრეს.
აღნიშნული შენობა ხელისუფლებამ ინვესტორზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, შენობაში მცხოვრებ სამ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და იქ რჩებიან.
დევნილების განმარტებით, სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობას ბუნებრივი აირი არასოდეს ჰქონია, გუშინ, ელექტროენერგიის ჩაჭრის შემდეგ კი ღამე სიცივეში გაატარეს.
“მთელი ღამე დამჯდარი გავატარე, რაც თბილი ტანსაცმელები მქონდა ყველაფერი ჩავიცვი, თუმცა ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში და ჩამსხვრეულ მინებში სიცივე მაინც შემოდიოდა და ლამის გავიყინე, არსად წასასვლელი არ მაქვს, შენობას კი ფაქტობრივად თავზე გვანგრევენ”, – განაცხადა ნაზიკო მოდებაძემ.
კომენტარები