ქუთაისში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღეა აღდგა, თუმცა მოსწავლეების დასწრებადობა დაბალია.
ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის მაია ცქიტიშვილის თქმით, საერთო მოსწავლეების 65%-მდე ესწრება საგაკვეთილო პროცესებს.
“დასწრებადობა არც ისე მაღალია, მოსწავლეების 65%-მდე მივიდა დღეს სკოლებში პირველ სმენაში. სითბოს რაც შეხეება, არცერთ სკოლაში სიცივე არ არის, 24 საათის განმავლობაში ჩართულია გათბობა”, – აცხადებს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
საქართველოში სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდა. ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან 36 სკოლაში სწავლა აუდიტორიებში მიმდინარეობს. ორი სკოლა სარემონტო სამუშაოების გამო ორი კვირით დინსტანციურ რეჟიმზე რჩება. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მრავალკონტინგენტიან სკოლებში მოსწავლეთა დიდი ნაკადის სამართავად სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლეს და მოსწავლეების ნაწილი ისევ ონლაინ რეჟიმზე რჩება.
მათივე ინფორმაციით, სკოლები რეგულაციებს სრულად იცავენ.
კომენტარები