მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე შენგელია არენას სალაროებში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები