ქუთაისში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ზეიმობენ.
ქალაქის ქუჩებში ავტომობილების გაბმული სიგნალებით და შეძახილებით ადგილობრივები საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ალბანელების დამარცხებას აღნიშნავენ.
“ბედნიერები ვართ და გამოვედით ქუჩაში, გილოცავთ ყველას ნაკრების მოგებას”, – ამბობენ ადგილობრივები.
საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
კომენტარები