ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სახლში მყოფები დაშავდნენ.
სხეულის სხვადასხვა არეში დამწვრობა მიღებული ოჯახის ორი წევრი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა სახლი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
“ოჯახი სამ მცირეწლოვანთან ერთად ქუჩაში დარჩა. მათგან ორ წევრს აქვს სხეულის უმძიმესი დამწვრობა, ისინი ამ დრომდე რჩებიან საავადმყოფოში. გთხოვთ, ყველას თუ რამით შეგიძლიათ რომ დავეხმაროთ.
მადლობა ყველას წინასწარ!
ანგარიშის ნომერი:
მიმღები: შოთა ძნელაძე
GE06TB7867745064300003”,- აღნიშნულია მიმართვაში.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
კომენტარები