მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის მერია საცოცი კედლის მოსაწყობად 674 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია საცოცი კედლის მოსაწყობად 674 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისში კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, კუპრაძის ქუჩაზე კედელზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უზრუნველყოს.

სამუშაოები კი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები