ქუთაისში ოპოზიციამ სისხლიან ბანერებზე ისევ მოწოდება – “მოდი რეფერენდუმზე” გადააფარა.
აღნიშნული შინაარსის წარწერები ქუთაისში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაკვეთით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და მედიამენეჯერების სისხლიანი ბანერები გამოფინეს.
დღეს დილით ბანერებს “მოდი რეფერენდუმზე” უკვე აღარ ფარავდა, თუმცა ოპოზიციამ რამდენიმე საათში სისხლიანი ბანერები ისევ დაფარა.
ქვეყნის მასშტაბით, სავარაუდოდ, ხელისუფლების დაკვეთით სისხლიანი ბანერები წინა არჩევნების მსგავსად გუშინ გამოფინეს.
კომენტარები