მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ქუთაისში, სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ კერძო სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ტერიტორია კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა შეამოწმეს.

ცრუ შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებლის არსებობაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევიდა. ავტორი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

სასწავლო პროცესი სკოლაში განახლდა. იქამდე კი შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ცრუ შეტყობინება ასაფეთქებელზე შევიდა ამავე სკოლის ბათუმის ფილიალშიც.

კომენტარები