ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი, რომელშიც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, ინგრევა. მასში 80-მდე ქუთაისის მერიამ შეასახლა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ შენობას რეაბილიტაცია უხარისხოდ ჩაუტარდა, არადა მასზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მობინადრეები უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
“გაუსაძლისი მდგომარეობაა, ჭერი ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია, იატაკები აყრილია, წყალი ჩამოდის, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. დავდივარ მერიაში, მაგრამ ყურადღებას არავინ არ მაქცევს”, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ბინაში, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ჭერი ჩამოინგრა. ბავშვები სამშენებლო მასალებში მოყოლას გადაურჩნენ.
“ამჯერად ჭერია ჩამოვარდნილი ჩემთან. საშინელი მდგომარეობაა, 5 ბავშვი ცხოვრობს იმ ოთახში. წელიწადი ხდება უკვე არავითარი ყურადღება არ გვაქვს. დავდივართ მერიაში, მივდივართ, მაგრამ შიგნითაც არ გვიშვებენ. დაცვა უკვე გარეთ გვყრის. ყურადღება არანაირი არ არის და ვართ უპატრონო მდგომარეობაში,” – ამბობს ერთ-ერთი მობინადრე.
კომენტარები