ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს.
მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო, სადაც რეზო გაბრიაძის სახელობის წყარო გაიხსნა.
მეალილოეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა დალოცა, მსვლელობის ბოლოს მათ მერმა უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მსვლელობისას შეგროვებული ნობათი სხვადასხვა საჭიროების ადამიანებს დაურიგდებათ.
კომენტარები