ქუთაისში, მეგობარი ქვეყნის, ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები 24 აგვისტოს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ავტომობილებით მსვლელობას გამართავენ.
19:30 საათიდან კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.
კომენტარები