ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თეთრ ხიდზე, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და უკრაინის მოქალაქეებმა ომში მყოფი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრების თქმით, აუცილებელია აგრესორ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება, რადგან ამ ომში ოკუპანტების დამარცხება მთელი ცივილური სამყაროს გამარჯვება იქნება.
კომენტარები