მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში, უკრაინაში პუტინის ომი და სამხედრო ინტერვენციის მეორე წლისთავი გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

შეკრებილებმა უკრაინელ ხალხს გამძლეობა და გამარჯვება უსურვეს.

რუსული აგრესია და ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება. პუტინის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” დღემდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, დაღუპულია 500-ზე მეტი ბავშვი, ათასობით მოზარდი კი რუსეთმა ქვეყნიდან გაიყვანა. უკრაინელების გვერდით იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის ქართველები – რუსეთის ომს 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.

კომენტარები