ქუთაისში, სასტუმრო “არგოს” ეზოში ფესტივალი “იმერეთის ხმა” გალა კონცერტით დაიხურა.
მუსიკალური საღამო წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ფორმატით იყო, შესრულდა დუეტები ბავშვებისა და პედაგოგების, ასევე ახალგაზრდებისა და ცნობილი მომღერლების მონაწილეობით.
ფესტივალის დახურვის ცერემონიას კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მომღერალი გიგა ჯალაღანია, პოეტი ნანა ცინცაძე, მუსიკათმცოდნე ნია ბახტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალი “იმერეთის ხმა” უკვე მე-10 წელია, იმართება. პროექტის მიზანს ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფენომენის, პოპულარიზაცია და იმერეთის რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალთა წარმოჩენა წარმოადგენს.
მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან, კომპოზიტორი ნანა იამანიძე და სტუდია “იმერეთის ხმის“ ხელმძღვანელი ბექა ბანძელაძე.
კომენტარები