ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მოკლული მამაკაცი ტიტე კორძაძეა.
“სული მეწვის ტიტე ჩემო უბოროტო თბილო და ტკბილო. როგორ მოგინელო”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
მას რამდენიმე თვის წინ მეუღლე დაეღუპა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის გარდაცვლილი მეუღლის ნათესავმა მოკლა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები